პორტუგალიის მე-5 დივიზიონში აჩვენეს, რა არის ფეარ-პლეი. „უნიაუ მონტემორისა“ და „ალკასოვენსეს“ შეხვედრაში „უნიაუს“ ფორვარდი რობერტო კარლოსი მცველს პრესინგს ეთამაშებოდა, მან არასწორად გააკეთა პასი და წაბორძიკდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ აღმოჩენილმა კარლოსმა ეპიზოდი აღარ დაასრულა და ბურთი აუტში მოისროლა.
ტრიბუნებმა მაშინვე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეეს ფეხბურთელი, ხოლო მსაჯმა მას თეთრი ბარათი უჩვენა – პატიოსნად მოქცევის ნიშნად.
მერე კარლოსი ტრავმირებულ მეტოქეს მოედნის დატოვებაშიც დაეხმარა და კიდევ ერთხელ დაიმსახურა ტაში.
თეთრი ბარათი – ფიფას ინიციატივაა, თუმცა ამაზე საჯაროდ არ თქმულა. მისი მეშვეობით ერთმანეთის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ. ეს ეხება კლუბებსაც და პერსონებსაც. ეს არ არის სავალდებულო წესი, ასე რომ, ადგილობრივი ფედერაცია წყვეტს გამოიყენოს თუ არა.
GIPHY App Key not set. Please check settings