in

მამარდა სანაკრებო ტურის სიმბოლურში მოხვდა

ევროპაში დასრულდა ოქტომბრის სანაკრებო პაუზა. პორტალმა sofascore-მა მე-8 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში ერთი ქართველი ფეხბურთელი შეიყვანა. ისე, ცოტა მოულოდნელიც კი არის.

მოგეხსენებათ, საქართველომ კვიპროსი 4:0 დაამარცხა. გიორგი მამარდაშვილი ძალიან საიმედო კი იყო, მაგრამ უფრო ჩვენები უტევდნენ და თითქოს ამდენი საქმე არც ჰქონია მამარდას. თუმცა პორტალმა 8.1 ქულა დაუწერა (ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად).

ამ შეფასებით მამარდაშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, რადგან მეკარეებს შორის ამაზე უკეთესი შეფასება არავის ჰქონია. ხვიჩა კვარაცხელიას კი ანალოგიური ქულა არ ეყო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარას ნაპოლიში გაბედნიერება მიულოცეს, თუმცა შაბათს ფეხბურთია

ოქროს ბურთს მესი აიღებს: ბუქმეკერებმა ფსონების მიღება შეწყვიტეს