in

სანდროს 7 წუთი და 4 ქულა: სან ანტონიომ ბოლო საშინაო მოიგო

NBA-ში წინასასეზონო საგამოფენო მატჩები დასასრულს უახლოვდება. რეგულარული სეზონის დაწყებამდე ბოლო საშინაო შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“, რომელმაც „ჰიუსტონ როკეტსი“ დაამარცხა – 117:103.

მამუკელაშვილი 7:31 წუთი ათამაშეს, ჩვენიანის ანგარიშზეა 4 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა.

„სან ანტონიო“ 21 ოქტომბერს სტუმრად „გოლდენ სტეიტს“ შეხვდება და ამით დაასრულებს წინასასეზონო მზადებას.
რეგულარულის პირველი თამაში კი 26 ოქტომბერს აქვს შინ „დალასთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელიას 26 ქულა 27 წუთში და დამსახურებული MVP-ის ტიტული

ხოჭოლავა დაბრუნდა: ითამაშებს ოლდ ტრაფორდზე