in

ვიდეო: შენგელიას 26 ქულა 27 წუთში და დამსახურებული MVP-ის ტიტული

ევროლიგის მე-3 ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუსმა ბოლონიაში ბერლინის ალბას უმასპინძლა და თერთმეტქულიანი სხვაობით – 87:76 დაამარცხა. მატჩის MVP საქართველოს ნაკრების კაპიტანი გახდა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო. შენგელიამ 27:22 წუთში გუნდს 26 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზეა 4 ქულა და 3 პასიც. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 32 იყო.

სამი ტურის შემდეგ ვირტუსს ორი მოგება და ერთი მარცხი აქვს. 20 ოქტომბერს ბოლონიელები ცრვენა ზვეზდას მასპინძლობენ. ევროლიგაზე 3-3 მოგება რეალს, ბარსელონას და ვალენსიას აქვთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბითაძის ბოლო მეოთხედი: 9 ქულა და წაგება

სანდროს 7 წუთი და 4 ქულა: სან ანტონიომ ბოლო საშინაო მოიგო