კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრებში გატანილი გოლებით მხოლოდ სამ ფეხბურთელს ჩამორჩება.
პსჟ-ს ფორვარდმა დუბლი შეასრულა ნიდერლანდებთან შეხვედრაში და ნაკრებში 42 გოლი მოუგროვდა.
ამრიგად, მბაპემ თვით მიშელ პლატინის გაუსწრო. თავად კილიანს კი უსწრებენ თანაგუნდელი ანტუან გრიზმანი (44 გოლი), ტიერი ანრი (51) და კიდევ ერთი თანაგუნდელი ოლივიე ჟირუ (54). სხვათა შორის, თითოეულმა მათგანმა მინიმუმ 51 მატჩზე მეტი ჩაატარა, ვიდრე კილიანმა.
ჟირუს ასაკს თუ გავითვალისწინებთ, უდიდესი შანსია, რომ მბაპე საკმაოდ მალე გახდება ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი.
GIPHY App Key not set. Please check settings