ევროპის მთავარ საკალათბურთო ტურნირზე, ევროლიგაზე ორი ქართველის გუნდი შეხვდა ერთმანეთს. მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკომ“ თორნიკე შენგელიას „ვირტუსს“ უმასპინძლა და 59:83 დამარცხდა.
ბოლონიელებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს უპირატესობა (23:15) და მატჩის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ.
მარკოიშვილი „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტია, ხოლო შენგელია – „ვირტუსის“ ლიდერი. მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე სწორედ თორნიკე გახდა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 18 შეადგინა. ქართველის სრული სტატისტიკა ასეთი იყო:
26 წუთი, 12 ქულა (4/2 ორქულიანი, 5/2 სამიანი, 2/2 საჯარიმო), 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა.
„ვირტუსს“ ევროლიგაზე ორი ტურის შემდეგ თითო მოგება-წაგება აქვს. მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს იტალიის ჩემპიონატში „ტრენტოსთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings