in

ოქროს ბიჭები ჩამოწერეს: ვინ გახდება საუკეთესო ახალგაზრდა

ცნობილია პრემია Golden Boy-ის პრეტენდენტების საბოლოო სია.

იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა 25 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზზე აცხადებენ პრეტენზიას.
20 სახელი ანალიტიკურმა კომპანია Football Benchmark-მა დაასახელა, კიდვე ხუთმა ფეხბურთელმა რედაქციის ველური ბარათი (უაილდ-ქარდი) მიიღო. დაჯილდოების ცერემონია 4 დეკემბერს ტურინში გაიმართება.

Golden Boy-2023-ის პრეტენდენტები არიან:

ჯუდ ბელინგემი (რეალი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ხავი სიმონსი (ლაიპციგი), ანტონიუ სილვა (ბენფიკა), ალექს ბალდე (ბარსელონა), ფლორიან ვირტცი (ბაიერი), ბენიამინ შეშკო (ლაიპციგი), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა), რასმუს ჰოილუნდი (მანჩესტერი), ლივაი კოლუილი (ჩელსი), იოჰან ბაკაიოკო (ეინდჰოვენი), მილოშ კერკეზი (ბორნმუთი), არტურ ვერმერენი (ანტვერპენი), ევან ფერგიუსონი (ბრაიტონი), ლუკა გურნა-დუათი (ზალცბურგი), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ), უსმან დიომანდე (სპორტინგი), არნაუ მარტინესი (ჟირონა), მატის ტელი (ბაიერნი), ანდი დიუფი (ლანსი).

უაილდ-ქარდით გავიდნენ:
არდა გიულერი (რეალი), ბილიალ ელ-ჰანუსი (გენკი), მარტინ ბატურინა (დინამო ზაგრები), ჟოაო ნევეში (ბენფიკა), ლამინ იამალი (ბარსელონა).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქმეს სერიოზულად მივუდექით და… ვილი სანიოლი ბევრი გოლით კმაყოფილია

კვარაცხელია სერია ა-ს უძვირესებშია