in

ნინიაშვილი ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

მსოფლიოს თასზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და საერთაშორისო სტატისტიკურმა სააგენტომ (Opta) სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

საუკეთესოთა შორის მოხვდა დავით ნინიაშვილი.
21 წლის ქაღთველი მსოფლიო თასის ოთხივე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო, ფიჯისთან შეხვედრაში ორი ჯარიმა გაიტანა, უელსთან კი გაფრინდა და შესანიშნავი ლელო დადო. მის ანგარიშზე ერთი შედეგიანი გადაცემააცაა.

ამასთან, ბურთით ხელში 52 მეტრი გაიარა. ამ მაჩვენებლით ის მე-2 ადგილზეა. 52-ჯერ მოახერხა ბურთის წაღება (22-ჯერ გასცდა მცველებს).

62 ბოჭვით საუკეთესო ხუთეულში მოხვდა თორნიკე ჯალაღონია.

მთლიანობაში სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

15 დავით ნინიაშვილი (საქართველო), 14. დამიან პენო (საფრანგეთი), 13. ჰარი რინგროუზი (ირლანდია), 12. ბუნდე აკი (ირლანდია), 11. ვილ ჯორდანი (ახალი ზელანდია), 10. მატიო ჟალიბერი (საფრანგეთი), 9. სამუელ მარკეში (პორტუგალია)

  1. ანგუს ბელი (ავსტრალია), 2. პეატო მაუვაკა (საფრანგეთი), 3. ბენ ტამეიფუნა (ტონგა), 4. ტად ბირნი (ირლანდია), 5. ტეო მაკფარლანდი (სამოა), 6. მანუელ არდაო (ურუგვაი), 7. ნიკოლას მარტინში (პორტუგალია), 8. ლორენცო კანონე (იტალია).

აღსანიშნავია, რომ პოპულარულმა სარაგბო გამოცემამ, Rugby World Magazine-მა იმ მოთამაშეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელთა ნაკრებები პლეი ოფში ვერ გავიდნენ. ნინიაშვილი ამ სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სექტემბერში დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ: მიზანი ორივე თამაშის მოგებაა

ევროპის ჩეპიონატები გადანაწილდა: ჯერ ალბიონზე, მერე იტალია-თურქეთში