საქართველოს ნაკრები ტაილანდთან და კვიპროსთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა და ეროვნული გუნდის დებიუტანტმა, ივა გელაშვილმა ისაუბრეს.
ზურიკო დავითაშვილი:
“გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. უნდა გამოვასწოროთ სექტემბერში დაშვებული შეცდომები. მიზანი ორივე თამაშის მოგებაა. კვიპროსი რთული მეტოქეა და ჩემი აზრით, შეგვიძლია კარგი ფეხბურთით გამარჯვების მოპოვება. რაც შეეხება ტაილანდის ნაკრებთან მატჩს, გუნდში ბევრი ფეხბურთელია გამოძახებული და ალბათ ყველას მიეცემა თამაშის საშუალება”.
ივა გელაშვილი:
“ძალიან გახარებული ვარ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებით. ამ გუნდში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. სასიამოვნოა, სამწვრთნელო შტაბისგან ნდობა და შანსის მიღება. მნიშვენლოვანი თამაშები გველის. კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ, ჩვენი დადებითი მხარეები წარმოვაჩინოთ და ორივე შეხვედრა მოვიგოთ”.
დღეს, საქართველო-ტაილანდის მატჩამდე ერთი დღით ადრე, 11 ოქტომბერს, გუნდები მატჩის მასპინძელ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებენ, სადაც მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება. ვილი სანიოლის პრესკონფერენცია 18:00 საათზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings