in

ისევ ფული: მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში ფაქტობრივად გადაწყვეტილია – ფიფა მილიარდებს იშოვის

2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის ყველაზე სავარაუდო ჩატარების ადგილი საუდის არაბეთია.

Daily Mail ხელმძღვანელ პირებთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ფიფამ ფაქტობრივად უკვე გააკეთა არჩევანი ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყნის სასარგებლოდ.

„2034 წლის მუნდიალის საუდის არაბეთში ჩატარება ეს ალბათობა კი არა, უკვე გადაწყვეტილი საკითხია.
ფულმა ისევ თქვა თავისი სიტყვა, ეს ფიფას მილიარდებს მოუტანს“, – უთხრეს გაზეთს ხალხმა, რომლებიც საქმის ვითარებას იცნობენ.

აღნიშნავენ, რომ მსგავსი სიტუაცია აღაშფოთებს ავსტრალიას, რომელსაც ასევე სურს ტურნირის მიღება. ვარაუდობენ, რომ საუდის არაბეთი მიიღებს აზიის 47 ხმიდან უმრავლესობას და აფრიკის ყველა, 54-ვე ხმას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მუნდიალი 1.5 თვე გაგრძელდება, გახსნის ცერემონია პირველი მატჩიდან მე-5 დღეს გაიმართება

თამაშის ყურება ყველაზე კარგი ბერნაბეუზეა: საუკეთესო სტადიონები ფეხბურთის საყურებლად