გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩში „მალიორკას“ ესტუმრა და რთულ შეხვედრაში ქულა აიღო – 1:1.
„მალიორკამ“ ანგარიში უკვე მე-5 წუთზე გახსნა. ვალენსიელი მცველების მორიგი შეცდომის შემდეგ დანიელ როდრიგესი 7-8 მეტრში დარჩა კართან და შორეულ კუთხეში ძლიერი გასროლით მამარდაშვილს შანსი არ დაუტოვა.
45+3-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს. დიეგო ლოპესმა თავით ეფექტურად გაიტანა – 1:1.
მეორე ნახევარში საქმეში ქართველი მეკარე ჩაერთო.
55-ე წუთზე გიორგიმ ვედატ მურიქის ახლო მანძილიდან თავური დარტყმა მოიგერია.
უფრო რთული სეივი კი 64-ე წუთზე შემოგვთავაზა, როდესაც მარჯვენა კუთხიდან დარტყმულ დაბალ ბურთზე გაწვა და ლამის თითებით შეძლო მოგერიება. ეს ალბათ ტურის ერთ-ერთი გამორჩეული სეივი იქნება.
სულ კი გიორგის ანგარიშზე 4 სეივია.
flashscore-ა ქართველ მეკარეს 6.9 დაუწერა (მის თანაგუნდელებს მეტი), ხოლო sofascore უფრო გულუხვი გამოდგა – 7.4, რაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებაა.
„ვალენსიამ“ 9 ტურის შემდეგ 11 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზეა და 23 ოქტომბერს „კადისს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings