in

ქართველები ევროტურნირებზე: ჩვენების გუნდები იგებენ, მიქაუტაძეს ისევ არ ათამაშებენ

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, როგორც წესია, რანგით მეორე და მესამე ევროტურნირებზე თამაშობენ. ჩვენთვის საინტერესო ცხადია ჩვენი ფეხბურთელები არიან.

ევროპალიგაზე ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ სტუმრად 1:0 მოუგო პოლონეთის ჩემპიონ „რაკოვს“.
ქართველი ერთ-ერთი გამორჩეული იყო, რომელსაც გოლის გატანის შანსიც ჰქონდა. ოთარი 76-ე წუთზე შეცვალეს. კიტეიშვილის შესაფება საკმაოდ მაღალია – 7.5.

ამავე ტურნირზე „აიაქსმა“ სტუმრად 1:1 ითამაშა ათენში, აეკ-თან. სამწუხაროდ, კვლავ თადარიგში დარჩა გიორგი მიქაუტაძე.

სათადარიგო იყო ლუკა გუგეშაშვილი, რომლის „ყარაბაღმა“ გასვლაზე 1:0 მოიგო შვედურ „ჰაკენს“.

კონფერენსლიგაზე გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას „სლოვანმა“ სტუმრად რთულ შეხვედრაში 1:0 დაამარცხა ლუბლიანას „ოლიმპია“ და ჯგუფში დალიდერდა.
გურამ კაშიამ (7.1) და ჯაბა კანკავამ (6.9) შეუცვლელად ითამაშეს. ორივე ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო.
ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე პენალტით გავიდა. პირველ ტაიმში ბრატისლაველებმა პირველი 11-მეტრიანი ვერ გაიტანეს, ვაისს მეკარემ აუღო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქტომბრის საქართველო: სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა

ევროლიგა დაიწყო, ვირტუსს ცოტა დააკლდა, თოკო კარგი იყო