in

შოთა თურქეთში ბრუნდება: არველაძეს სამსუნი ეძახის

„სამსუნსპორი“ მწვრთნელს ეძებს და ეს საქმე გაუჭირდა. თურქულმა კლუბმა რამდენიმე მწვრთნელისგან უარი მიიღო და მერე შოთა არველაძეს მიმართა. პირველმა კონტაქტმა დადებითი შედეგი გამოიღო, მაგრამ ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, წერს ადგილობრივი გამოცემა.
სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში კლუბის პრეზიდენტი იუკსელ ილდირიმი შოთას შეხვდება.

„სამსუნსპორი“ ჰუსეინ ეროღლუს გათავისუფლების შემდეგ ახალ მწვრთნელს ეძებდა და ადგილობრივი სპეციალისტებისგან – აიკუტ კოჩამანისგან, სერგენ იალჩინისა და რიზა ჩალიმბეისგან უარი მიიღო.

„სამსუნმა“ ახალი სეზონი კატასტროფულად დაიწყო. 20-გუნდიან ლიგაში ბოლო ადგილზეა, 1 ფრე და 5 წაგება 6 ტურის შემდეგ.

მოგეხსენებათ შოთა არველაძეს თურქულ კლუბებში ადრეც უმუშავია. ის ავარჯიშებდა „ქაისერს“, „ქასიმფაშასა“ და „ტრაბზონსპორს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევრო 2028 დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გაიმართება: ოფიციალურად 10 ოქტომბერს გამოაცხადებენ

აზაროვის პასით: პსჟ განადგურდა, იამალმა საბავშვო რეკორდი დადო – ლიგის ამბები