საბა საზონოვმა პირველად ითამაშა „ტორინოს“ ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ სამწუხაროდ, უიღბლოდ. ქართველი მცველი საკმაოდ მალე, 27-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. უკვე მე-15 წუთზე საბამ მარჯვენა ფეხში ტკივილი იგრძნო და თამაშიც მცირე ხნით შეჩერდა, ფეხბურთელს ფეხი „გაუყინეს“ და მოედანზე დაბრუნდა, თუმცა ამან არ უშველა. 10 წუთში ისევ გაჩერდა თამაში და საზონოვი გასაყვანი გახდა.
შეგახსენებთ, წინა ტურში დაშავდა ალესანდრო ბონჯორნო და მის ნაცვლად გავიდა საზონოვი მოედანზე. შესაბამისად, გაჩნდა შანსი, რომ თავი გამოეჩინა, ახლა ძირითადშიც დაიწყო და…
ჯერჯერობით უცნობია დაზიანების ხარისხი და რა დრო დასჭირდება რეაბილიტაციას.
„ტორონომ“ სერია ა-ს მე-7 ტურში „ვერონას“ უმასპინძლა და ფრედ 0:0 ითამაშა.
„ტორინო“ 9 ქულით მე-10 ადგილზეა და მომდევნი ტურში, 7 ოქტომბერს დერბი ელის სტუმრად „იუვენტუსთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings