რა ქნას მარტო მამარდამ? ქართველმა მეკარემ სამი გოლი გაუშვა, მაგრამ მაინც საუკეთესო იყო თვის გუნდში. „ვალენსიამ“ მე-8 ტურის მატჩი სტუმრად „ბეტისთან“ წააგო – 0:3.
მამარდაშვილმა 4 სეივი შეასრულა, აქედან ერთი ძალიან რთული. მოკლედ, ვალენსიური დაცვის პრობლემები არ ილევა.
მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილმა რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი, სამი გოლი გაიტანეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
მამარდაშვილის შეფასებები ასეთია: Flashscore.com – 6.4; Sofascore.com – 6.8; Whoscored.com – 6.3.
„ვალენსია“ 10 ქულით მე-10 ადგილზეა და 7 ოქტომბერს სტუმრად „მალიორკას“ შეხვდება.
ბეტისი – ვალენსია 3:0
გოლები: 1:0 დიაო (41), 2:0 როკა (52), 3:0 ეზალზული (85)
GIPHY App Key not set. Please check settings