საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო თასზე მესამე შეხვედრა ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ტურნირზე მეორე მარცხი განიცადა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ „მფრინავმა ფიჯელებმა“ აღნიშნულ ტურნირზე ავსტრალია დაამარცხეს და მანამდე უელსის ნაკრებთან კი დამარცხდნენ, მაგრამ 2 ბონუსქულა აიღეს და ბოლო წამებზე ცოტა იღბალიც მათ მხარეს რომ ყოფილიყო მაგ მატჩსაც მოიგებდნენ. მოკლედ, ასეთ მრისხანე მეტოქეს შევხვდით და რა გასაკვირია პორტუგალიასთან ჩაგდებული მატჩის შემდეგ, ყველა ფიჯელთა მარტივ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ამ მატჩში მსოფლიოს აჩვენა ის მებრძოლი ხასიათი, რომლითაც საქართველომ შეძლო ორი ისტორიული გამარჯვების მოპოვება და იტალია, უელსის დამარცხება.
ისევ იგივე: ჩაგდებული მეორე ტაიმი და ბოლო წამის დრამა – საქართველო ფიჯისთან დამარცხდა
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს რამდენიმე წამყვანი მორაგბე აკლდათ. ნაკრებს ტრავმების გამო გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და მარბიელი ბექა გორგაძე ვერ ეხმარებოდნენ. აუცილებლად აღსაღნიშნია ის ფაქტიც, რომ ბორდოში საქართველოს ნაკრებს საკმაოდ დიდი გულშემატკივრობა ჰქონდათ. შესაძლოა, რიცხობრივად მაინცდამაინც ბევრნი არ ვიყავით ქართველები, მაგრამ ქართული შეძახილები „მატმუტ ალტანტიკზე“, რომელზეც საოცარი ატმოსფერო სუფევდა, მთელი მატჩის განმავლობაში ისმოდა. მატჩამდე იგრძნობოდა, რომ ამ პატარა ქვეყნის მცირერიცხოვანი ნაწილი, რომლებმაც დიდი მანძილი გაიარეს საფრანგეთში ჩამოსასვლელად, ერთი საერთო მიზნისკენ იყვნენ გაერთიანებული. საერთო იდეოლოგიით და საერთო აზრით გაერთიანებული ამდენი ქართველის ნახვა მართლაც, რომ იშვიათია და ეს ამ ნაკრებმა შეძლო.
ასეთი შემართება და განწყობა ბიჭებზეც გადავიდა და მატჩი პირველივე წუთებიდან ჩვენი გუნდის კარნახით დაიწყო. თითოეულ ჩვენგან ეტყობოდა სახეზე, რომ ეს მათთვის ერთგვარი „დიდგორი“ იყო. აგრესიული დაცვა, რომლის გარღვევაც ფიზიკურად ძალიან ძლიერ და მორბენალ ფიჯელებსაც უჭირდათ. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო სტაფს ტაქტიკურად კარგად ჰქონდა მატჩი დაგეგმილი. აგრესიული დაცვა, რომელსაც ფიჯელები ვერ ჭრიდნენ, ჯარიმდებოდნენ, შემდეგ მაღალი, საბრძოლო ფეხის დარტყმა და „ბორჯღალოსნები“ მეტოქეს დიდ წნეხს ადებდნენ, განსაკუთრებით დერეფნებში, რომლებშიც ფიჯელები ძალიან სუსტად გამოიყურებიან მთელ ტურნირზე. პირველი ნახევარი კარგი დაცვის და იმის ხარჯზე, რომ „მფრინავ ფიჯელებს“ თამაში კარგად ჩავუკეტეთ, სივრცეების გამოყენების საშუალება არ მივეცით და ტაიმი 9:0 მოვიგეთ. აღსანიშნავია, დავით ნინიაშვილის ბრწყინვალე თამაში, რომელმაც, პატარა ასაკის მიუხედავად, არაერთხელ აჩვენა, რომ უდიდესი ტალანტის მქონე მორაგბეა. მორაგბე, რომელიც არ უშინდება წნეხს, არ ეშინია გარისკვის, საკუთარ თავზე თამაშის აღების და ფიჯისთან გამოჩნდა, რომ კარგი დამტყმელიცაა. „ნინიმ“, როგორც მას თანაგუნდელები მოიხსენიებენ 52 მეტრიდან ჯარიმა საოცარი სიზუსტით შეასრულა. როგორ ქართული რაგბის ლეგენდამ დავით ზირაქაშვილმა ( 53 მატჩი ნაკრებში) თქვა, ეს არის მორაგბე, რომელიც მუდმივად ცდილობს ბურთი აცოცხლოს და თამაშით უდიდესი სიამოვნება მიიღოს, მაგრამ ასეთ მოთამაშეს თითოეულ გუნდში განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება.
მეორე ტაიმიც აგრესიულად დავიწყეთ, მითუმეტეს მეტოქის ერთ-ერთი ლიდერი სემი რადრადრა იყო 10 წუთით გასინბინებული, თუმცა სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა. ფიჯელთა კაპიტანმა ნაიკალევუმ კი, ლელო საოცარ ნახტომში დაგვიდო, რომელსაც ჯერ ლომანის შემდეგ კი, ჰარბისის ლელო მოყვა. ლუკა მატკავამ ბოლოსკენ შეძლო მორიგი ზუსტი საჯარიმო დარტყმის შესრულება და გულშემატკივარს იმედიც დაუბრუნა. მატჩის მიწურულს გელა აფრასიძეს შეეძლო შეხვედრის გმირი გამხდარიყო, როდესაც საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან ბურთი ხელდახელ კარგად ამოვიტანეთ, გელამ ფეხით გადაკიდა ბურთი, მაგრამ მეტოქემ მიასწრო და შეხვედრაც დასრულდა – 12:17.
წაგებული მატჩის შემდეგ, კმაყოფილება ცოტა რთულია და ფაქტია თამაში წავაგეთ და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დავკარგეთ, თან 2015 წლის მსოფლიო თასზე ჩატარებული არგენტინასთან მატჩის შემდეგ, რომელშიც 9:54 დავმარცხდით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასის შეხვედრაში ლელო ვერ დადო, მაგრამ ეს იყო მატჩი, რომელმაც ბორდოში(ფრანგულ მიწაზე) ქართველი ხალხი გააერთიანა, ორი-სამი საათით ყველა პრობლემა დაავიწყა, გაახალისა და ცოტა ანერვიულა და ყველა ერთი იდეოლოგიით გააერთიანა. 80 წუთი მთელი საქართველო ბიჭებთან ერთად ვიბრძოდით გამარჯვებისთვის. ამჯერად, არ გამოვიდა, მაგრამ ასეთი ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს.
შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შედეგით არაა კმაყოფილი, მაგრამ ამაყია ბიჭების საოცარი ბრძოლისუნარიანობით. ამით ჩვენც ამაყი ვართ. ესაა გუნდი, რომელმაც იტალია და უელსი დაამარცხა, ორი დიდი გამარჯვება გვაჩუქა და ეს გუნდი ისევ დადგება ფეხზე.
კარგი რაგბი ვითამაშეთ, ბიჭებით ამაყი ვარ, მაგრამ…
ამ მატჩამდე მორაგბეები საქართველოს ნაკრების და ფრანგული ბორდოს ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმაც გაამხნევა. ასეთი ერთიანები გავხდით რაგბის ნაკრების გამო და ამისთვის მადლობა მათ.
ტატო ნიკურაძე
ბორდოდან
GIPHY App Key not set. Please check settings