in

ისევ იგივე: ჩაგდებული მეორე ტაიმი და ბოლო წამის დრამა – საქართველო ფიჯისთან დამარცხდა

მორიგი მტკივნეული შედეგი და მეორე მარცხი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამ ტურნიზე საქართველოს ნაკრები ერთი ტაიმის გუნდად სჩანს. ცუდი პირველი ტაიმი ავსტრალიასთან, კარგი მეორე პორტუგალიასთან კარგი პირველი ტაიმი ცუდი მეორე და ასე იყო დღესაც. მეორე ტაიმში ვეღარ ვიყავით დაცვაში ისეთი კარგები და ფიჯელთა სწრაფ შეტევებს ვეღარ ვუმკლავდებოდით, ვაგვიანებდით მიყოლას, ვიღებდით უაზრო ჯარიმებს და ასე ასეთ ფიჯისთან თამაშს ვერ მოიგებ.

ფიჯელებიც უშვებდნენ შეცდომებს, მაგრამ სამწუხაროდ ამ შეცდომებს ვერ ვიყენებდით. საბოლოოდ, კარგი, იმედისმომცემი პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც ფიჯელები უქულოდ დავტოვეთ მეორე ტაიმში შეტევაში ვერაფერი შევქმენით, დაცვაშიც უაზრო შეცდომები დავუშვით და ამჯერად ჩვენ წავაგეთ ტაიმი მშრალზე (0:17). საბოლოოდ მატჩი 7:19 დავთმეთ და ჯგუფიდან გასვლის ყოველგვარი შანსი მოვისპეთ.

მატჩი საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო და მატჩის სტარტზევე შეგვეძლო ლელოს დადება. მირიან მოდებაძემ სიღრმიდან ბურთი კარგად წამოიღო და დავით ნინიაშვილს გაატანა, რომელმაც კარგად იარა და ლელოდან ხუთ მეტრში ბურთი აკაკი ტაბუცაძეს გააატანა, რომელსაც ბურთი წინ გადაუვარდა. შემდეგ, მართალია ფიჯელთა შერკინებაში დავჯარიმდით, მაგრამ ფიელებმა ბურთი დერეფანში ვერ გადაიტანეს, შეტევა წამოვიღეთ, რის შემდეგაც ფიჯელები დაჯარიმდნენ და ლუკა მატკავამ ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა.

შეხვედრა ამის შემდეგაც საქართველოს ნაკრების შეტევით გაგრძელდა. აშკარად ვუგებდით კონტაქტის არეს მეტოქეს, მაგრამ ისევ წუნი ხელით თამაშში. წინ ვარდნები და რამდენჯერმზე არ გაკეთებული პასი. პრობლემური იყო შერკინებაც, რომელშიც საწყის 10 წუთში სამჯერ დავჯარიმდით.

რამდენიმე წინ პასის და შეცდომების შემდეგ, ფიჯელებმა შეტევითი ფაზები აკინძეს, ერთ-ერთი რაქის დროს მიხეილ ნარიაშვილი რაქში ჩავარდა და ფიჯელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცათ, მაგრამ კურუვოლიმ დარტყმა ძალიან ცუდად შეასრულა. თუმცა, მალევე მორიგი შეცდომა, ჩვენს რაქში შებოჭილმა მორაგბემ ბურთს ხელი არ გაუშვა და დავჯარიმდით. საწყისი წუთები ძალიან მძიმე გადმოდგა, რადგან მალევე ლევან მაისაშვილს ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია. ტრავმების გამო მატჩის გაგრძელება ლაშა ჯაიანმა და თენგიზ ზამთარაძემ ვერ შეძლეს. ფიჯელებსაც ბევრი წუნი ჰქონდათ ხელით თამაშსა და რაქებში. რაქში ჯარიმის შემდეგ, დავით ნინიაშვილმა საჯარიმო დარტყმა 52 მეტრიდან უზუსტესად შეასრულა და საქართველოს ნაკრები 6:0 დააწინაურა.

ამის შემდეგ, ფიჯელებმა საკუთარ 22-მეტრიანს მიგვაჯაჭვეს და ჩვენებს დაცვითი ფუნქციების შესრულება უწევდათ, მაგრამ ჩვენებიც გმირულად თამაშობდნენ დაცვაში და ფიჯელებიც ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდნენ, განსაკუთრებით დერეფნებში. ფიჯელთა წაგებული დერეფნის შემდეგ, ბურთი კარგად წამოვიღეთ. ვასილ ლობჟანიძემ მაღალი აბრაგანი ასწია, რომელზე თამაშის დროსაც ფიჯი დაჯარიმდა და დავით ნინიაშვილმა მორიგი ზუსტი საჯარიმო დარტყმა შეასრულა – 9:0.

ფიჯელების შეტევების განეიტრალების შემდეგ, ჩვენებმა ძალიან სახიფათო კონტრშეტევა განახორციელეს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ლუკა მატკავას ბრწყინვალე ფეხით თამაში, რომელსაც კარგად მივყევით და ლელოსთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ აკაკი ტაბუცაძეზე წინ პასი დაფიქსირდა ლელო გაუქმდა. ასე დასრულდა კიდეც მატჩის პირველი ნახევარი.

მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა საოცრად დაიწყო. აგრესიული რაქები და მიძალებები. ჩვენს მორაგბეებს ეტყობოდათ ის ბრძოლის წყურვილი და ის საოცარი ხასიათი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ქულებში ვერ გადავსახეთ, თან მათი ერთ-ერთი ლიდერი სემი რადრადრა იყო გასინბინებული, მაგრამ ეს უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ. მეორე ნახევარში ჩვენს ნახევარზე ფიჯელთა პირველივე გადმოსვლა ლელოთი დასრულდა. რამდენიმე მძლავრი მიძალების შემდეგ შემდეგ, ფრთაზე შექმნილი უპირატასეობით ნაიკალევუმ ისარგებლა და ლელო დაამიწა. ლომანიმ ზუსტად გარდასახა 7:9. ლელოს შემდეგ, ფიჯელებმა ჩვეულად თავიანთი სისწრაფეები ჩართეს საქმეში და ჩვენს დაცვაში პრობლემებებმაც იმატა., მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ ფიჯიც ძალიან ბევრს ცდებოდა და ამ შეცდომების ფონზე ჩვენი დაცვითი ზღუდეების გარღვევას მაინც ვერ ახერხებდა.

მატჩის 64-ე წუთზე ფიჯელთა შეტევა მოვიგერიეთ ნინიაშვილმა ბურთს ფეხი მიარტყა და მოედნის ცენტრამდე ავედით, მაგრამ რაქში აბოსლუტურად გაუაზრებელი ჯარიმა „ავიკიდეთ“, რომელიც ფრენკ ლომანმა სამ ქულაში გარდასახა და თავისი გუნდი მატჩში პირველად გაიყვანა წინ.
მატჩის ბოლო წუთზე ლუკა მატკავამ საჯარიმო დარტყმა გაიტანა და საქართველოს ნაკრებს ნუგეშის ქულა მოუტანა, თუმცა მას გამარჯვების მოტანაც შეეძლო. გაწითლებულ დროს ხაზი კარგად გაჭრა აფრასიძემ, ბურთი ფეხით გადაიკადა, მაგრამ ნაიკალევუმ სისწრაფეში აჯობა ბურთი ლელოს მოედანზ მიღმა გადააგდო და მომქანცველი თამაშიც დასრულდა.

საბოლოოდ, 17:12 ფიჯის ნაკრების სასარგებლოდ და „მფრინავი ფიჯელები“ ¼ ფინალს უახლოვდებიან. საქართველოს ნაკრებს კი ისღა დარჩა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთადერთი გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძოლოს. მომდევნო შეხვედრას ლევან მაისაშვილის გუნდი 7 ოქტომბერს ნანტში უელსთან გამართავს.

ტატო ნიკურაძე
ბორდოდან

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარამ მაგარი საგოლე პასი გააკეთა, ნაპოლი გუნდს ემსგავსება

კარგი რაგბი ვითამაშეთ, ბიჭებით ამაყი ვარ, მაგრამ…