in

კვარამ მაგარი საგოლე პასი გააკეთა, ნაპოლი გუნდს ემსგავსება

„ნაპოლი“ სერია ა-ს მე-7 ტურში ძალიან კარგი სტარტის მქონე „ლეჩეს“ ესტუმრა და 4:0 მოუგო.
ეს ჩემპიონის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გუნდი პოულობს საკუთარ თავსა და თამაშს. გასული სეზონის მსგავსი დომინანტური ფეხბურთი, პასები, დაცვიდან ამოსვლა, გამწვავებები და ა.შ.

ძირითადში იყო ხვიჩა კვარაცხელია, მაგრამ არ ყოფილა მისი მთავარი მეწყვილე ოსიმენი. ქართველი გარემარბი ტრადიციულად ცდილობდა გამწვავებას, თუმცა მეურვეები ახლოს ეთამაშებოდნენ და ახერხებდნენ მის შეჩერებას.ორჯერ კარში დარტყმული დაუბლოკეს.
ტაიმის ბოლოს ჯარიმა დაინიშნა, რომელიც კვარაცხელიამ შეასრულა, თუმცა ბურთი კარს გადააცილა. მანამდე კი ყვითელი ბარათი მიიღო, როდესაც მეტოქის ნახევრიდან გაცდენილ ფეხბურთელს სდია და მოედნის ცენტრს რომ გადასცდა, ხელით გააჩერა.

შესვენებაზე ოსიმენი შემოიყვანეს (სიმეონეს ნაცვლად) და შედეგიც უმალ დადგა: 50-ე წუთზე კვარაცხელია მარცხენა ფლანგიდან დაიძრა, მეურვესთან საჭირო დისტანცია დაიჭირა და შორეულ ძელთან ძალიან მოხდენილი და გამოზომილი ჩაკიდებით თავზე დაასვა ოსიმენს.

ეს იყო ხვიჩას მესამე საგოლე პასი მიმდინარე სეზონში.

ხვიჩა მალევე, 58-ე წუთზე შეცვალეს, რომელსაც უკმაყოფილება აღარ გამოუთქვამს და მწვრთნელს ხელიც ჩამოართვა. ეს ცვლილებები კი ლოგიკურია. შუა კვირის ტურის შემდეგ, ახლა თამაში და რამდენიმე დღეში კი ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალი“. როტაცია აუცილებელია.
ჩემპიონატში კი ნეაპოლელებს მომდევნო მატჩი „ფიორენტინასთან“ უწევთ შინ 8 ოქტომბერს.

„ნაპოლიმ“14 ქულა მოაგროვა და დროებით მე-3 ადგილზე ავიდა, რადგან კონკურენტებს ჯერ სათამაშო აქვთ.

ლეჩე – ნაპოლი
გოლები: ოსტიგორი (16), ოსიმენი (51), გაეტანო (88), პოლიტანო (90+5, პენ).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველა კომპონენტში უნდა ვაჯობოთ… საქართველო ფიჯისთან განწყობითაა: ბორჯღალოსნები ზურიკომ ინახულა

ისევ იგივე: ჩაგდებული მეორე ტაიმი და ბოლო წამის დრამა – საქართველო ფიჯისთან დამარცხდა