in

ლუკა ტაბაღუა მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა: ვიდეო

მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში 21 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა მკლავჭიდში (IFA World Armwrestling Championship 2023), რომელშიც წარმატებით გამოვიდა ქართველი სპორტსმენი. ლუკა ტაბაღუამ ორი მედალი აიღო.

78 კგ წონით კატეგორიაში ლუკამ მარცხენა ხელში ოქრო მოიპოვა, ხოლო მარჯვენაში – ვერცხლი.

მისი მეტოქეები იყვნენ ტაილანდის, სინგაპურის, ფინეთის, პოლონეთის, აშშ-ს, ინდოეთის და მასპინძელი მალაიზიის წარმომადგენლები.

„ეს ჩემთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო და ძალიან კარგი კარიერული გამოცდილება მივიღე. შეჯიბრება კარგად იყო ორგანიზირებული. იმედი მაქვს მომავალშიც ვასახელებ საქართველოს“, – განაცხადა ლუკა ტაბაღუამ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: საუკეთესო გოლები ფეხბურთის ისტორიაში, ფერწერის სტილში

ფრენბურთის ფედერაცია კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით CEV მწვრთნელთა შეკრებაზე იმყოფებოდა