შედგა კიდევ ერთი ქართველის დებიუტი სერია ა-ში: საბა საზონოვმა „ტორინოში“ პირველი მატჩი ითამაშა. ჩვენიანის გუნდი სტუმრად „ლაციოსთან“ 0:2 დამარცხდა.
27-ე წუთზე ალესანდრო ბონჯორნო დაშავდა და ტურინელთა მწვრთნელმა, ივან იურიჩმა მოედანზე ქართველი მცველი შეუშვა.
საზონოვს გაშებულ გოლებში უშუალო ბრალი არ მიუძღვის, თუმცა მეორე ეპიზოდში თითქოს შეიძლებოდა პარტნიორის დაზღვევა.
Flashscore.com-მა საბას 6.5 დაუწერა, Sofascore.com-მა – 6.6, ხოლო Whoscored.com-მა – 6.4.
6 ტურის შემდეგ „ტორინოს“ 8 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა.
2 ოქტომბერს ტურინელები „ვერონას“ უმასპინძლებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings