ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მოლაპარაკებებს მართავს ნორვეგიული „ბოდო გლიმტის“ თავდამსხმელის, ოლა სოლბაკენის ტრანსფერზე. ამას იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ნეაპოლელები ახლოს არიან, რომ 23 წლის ნორვეგიელი თავისუფალ აგენტად აიყვანონ 2023 წლის იანვარში.
ფეხბურთელს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე აქვს და დიდი ალბათობით ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს.
სოლბაკენი „ბოდო გლიმტში“ 2020 წლის იანვრიდან გამოდის, მის ანგარიშზე 17 გოლი და 19 საგოლე პასია 78 მატჩში. Transfermarkt მას 2 მილიონ ევროდ აფასებს.
დაახლოებით ერთი კვირის წინ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას კლუბი კიდევ აპირებს ახალი ფეხბურთელების შეძენას.
GIPHY App Key not set. Please check settings