„მანჩესტერის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ საქველმოქმედო ფონდს თანხა შეწირა, რომელიც აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება, ამაზე წერს Manchester Evening News. 37 წლის ფეხბურთელმა მხარი დაუჭირა ფონდს I Am მანჩესტერიდან.
„ეს ძალიან კეთილი და გულითადი ქცევა იყო კრიშტიანოს მხრიდან, – თქვა ფონდის თავკაცმა ჰელენ ბოდენმა, – ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ამას. ჩვენი ორგანიზაცია ერთი ოჯახივითაა და ჩვენმა საქმემ რონალდოს გამოხმაურებაც გამოიწვია – ადამიანის, ვისთვისაც ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია“.
გასულ სეზონში რონალდომ „მანჩესტერის“ მაისურით ჩატარებულ 39 მატჩში 24 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings