კოლუმბიაში ბოგოტას „ტიგრესის“ პრეზიდენტი ედგარ პაეს კორტესი მოკლეს.
პრიმერა B-ს მატჩში „ტიგრესმა“ შინ 2:3 წააგო კალის „ატლეტიკოსთან“.
სწორედ ამის შემდეგ გამოასალმეს სიცოცხლეს კლუბის პრეზიდენტი.
63 წლის კორტესი ორმა უცნობმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, როდესაც ის წაგებული თამაშის შემდეგ სტადიონიდან მიდიოდა.
ბუნებრივია დაწყებულია გამოძიება.
კოლუმბიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში „ტიგრესი“ ბოლოსწინა ადგილზეა.
გეხსომებათ, კოლუმბიაში ყველაზე ცნობილი მკვლელობა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მოხდა, როდესაც ნაკრების მცველი ესკობარი 27 ტყვიით მოკლეს საკუთარ კარში ჩაჭრილი ავტოგოლის გამო.
GIPHY App Key not set. Please check settings