in

თქვენ ვის დასცინით: ნაპოლიში სიტუაცია უფრო აირია – ოსიმენმა ნაპოლი წაშალა და ბოდიშს ითხოვს

„ნაპოლის“ საქმეები ვერ მიდის კარგად. ვერც მოედანზე და ვერც მის მიღმა. გუნდს შედეგი არ აქვს, თამაშებს ვერ იგებს. ახალ მთავარ მწვრთნელს ჯერ კვარაცხელია აუჯანყდა რატომ მცვლი და ვისით მცვლიო. თურმე ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ოსიმენმა მოაწყო. შეცვლით უკმაყოფილო ხომ გავიდა მოედნიდან, მაგრამ ამბები მერე დატრიალდა.

ოსიმენი უკმაყოფილოა „ნაპოლის“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოთი, რომელიც „ბოლონიასთან“ გამოუყენებელ პენალტს ეხება. TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში ასახულია როგორ სთხოვს მსაჯს პენალტის დანიშვნას და ეს ბავშვური, იუმორისტული ხმითაა გაფორმებული. მერე კი მიდის და აცილებს.

ამაზე კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა რობერტო კალენდამ გააკეთა:
„ეს მიუღებელია. ვიდეო დამცინავია. ეს სერიოზული ინციდენტია, რომელიც აღრმავებს იმ სიტუაციას, როგორ ეპყრობიან მას ბოლო დროს.
ვიდეო ჯერ გამოაქვეყნეს, მერე კი წაშალეს. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას იურიდიული მოქმედებებისთვის ვიქტორის დასაცავად“.

ნიგერიელმა დემონსტრაციულად მოახდინა საკუთარ ინსტაგრამზე „ნაპოლისთან“ დისტანცირება: ნეაპოლურ გუნდში გადაღებული ფოტოები დიდი ნაწილი წაშალა, ხოლო ნაკრებსა და წინა კლუბებში გადაღებულები დატოვა.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, ნიგერიელი ოფიციალურ ბოდიშს ელოდება.

დავამატოთ ისიც, რომ, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დი ლაურენტისი ფინანსურ მაქინაციებშია შემჩნეული და შესაძლოა გამოძიება დაიწყოს. საქმე აქაც ოსიმენის ტრანსფერს ეხება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელია სუპერთასის MVP-ია და ოცნების გუნდშია

კოლუმბიაში კლუბის პრეზიდენტი წაგებული მატჩის შემდეგ მოკლეს