თორნიკე შენგელიამ სეზონის წინ იტალიის სუპერთასი მოიგო. ოთხთა ტურნირზე ქართველის „ვირტუს ბოლონიამ“ ჯერ ნახევრაფინალში „მილანი“ დაამარცხა, ხოლო ფინალში „ბრეშას“ ულაპარაკოდ აჯობა. თოკომ გადამწყვეტ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა.
შენგელია სუპერთასის მფლობელია: თოკომ ფინალში ორმაგი დუბლი გააკეთა
მეტიც, ქართველი კალათბურთელი ტურნირის MVP გახდა.
ბუნებრივია თორნიკე ასევე შეიყვანეს სუპერფინალის „ოცნების გუნდში“. მის გარდა სიმბოლურ ხუთეულში „ვირტუსიდან“ კიდევ სამი კალათბურთელია.
იტალიის სუპერთასის „ოცნების გუნდი“:
პაიოლა („ვირტუსი“), დელა ვალე („ბრეშა“), ბელინელი („ვირტუსი“), შენგელია („ვირტუსი“), მიკი („ვირტუსი“).
GIPHY App Key not set. Please check settings