in

დინამომ ჩემპიონთა ლიგა ფავორიტთან წაგებით გახსნა

ჩემპიონთა ლიგის სეზონი თბილისის „დინამომ“ერთ-ერთ ფავორიტ იტალიურ „პრო რეკოსთან“ გასვლითი მატჩით გახსნა.

მოულოდნელი არაფერი მომხდარა და ძლიერმა მეტოქემ 15:6 გაიმარჯვა.
ოთხივე მეოთხედი ჩემპიონთა ლიგის 11-ჯერ მომგები იტალიური კლუბის უპირატესობით წარიმართა – 5:2; 5:2; 2:1, 3:1.

დინამო: რაზმაძე, ვეშაგური, ახვლედიანი, ძიხწიარენკა, ტყეშელაშვილი, ვაპენსკი (2), ვლანოვიჩი (1), ტანკოსიჩი (1), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე, პიეშივაცი (1), კაპანაძე

„დინამო“ მომდევნო შეხვედრას შინ „ოლიმპიაკოსთან“ 6 ოქტომბერს გამართავს.

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა განახლებული სისტემით ტარდება. ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდია (შეხვედრები შინ და სტუმრად ჩატარდება), ორ-ორი საუკეთესო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავა, საიდანაც ოთხთა ფინალის მონაწილეები გამოვლინდებიან. ის გუნდები კი, რომლებიც ჯგუფში მესამე-მეოთხე პოზიციებს დაიკავებენ, ევროთასზე გადაინაცვლებენ და ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებენ.

6 ოქტომბერი: „დინამო“ – „ოლიმპიაკოსი“
17 ოქტომბერი: „დინამო“ – „დუბროვნიკი“
1 ნოემბერი: „დინამო“ – „პრო რეკო“
22 ნოემბერი: „ოლიმპიაკოსი“ – „დინამო“
6 დეკემბერი: „დუბროვნიკი“ – „დინამო“

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქტობერფესტი – ბაიერნის ტრადიცია: რამდენს ჭამენ და სვამენ მიუნხენში

ზურიკო შეცვლაზე,ლოჩოშვილი ისევ ძირითადში, აზაროვი მომდევნო ეტაპზე