მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ FIBA-მა სანაკრებო რეიტინგი განაახლა და 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრილ საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი დაუფიქსირდა.
საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონტზე პირველად ითამაშა, 10 პოზიციით წინ წაიწია და 465.9 ქულით 23-ე ადგილზე დადგა.
პირველ ადგილზე აშშ ავიდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოზე წარმატებას ვერ მიაღწია (მე-4 ადგილი). ამერიკელთა წინსვლა რეიტინგის ყოფილი ლიდერის ესპანეთის დაქვეითებას უკავშირდება.
მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია 8 ადგილით წაიწია წინ და მესამეა. ბრინჯაოს პრიზიორმა კანადამ 9 პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა და მე-6 ადგილზე აინაცვლა. ყველაზე დიდი ნახტომი კი ლატვიამ განახორციელა (+22) და ახლა რეიტინგში მერვეზეა. ფინალისტი სერბეთი მეხუთეა.
GIPHY App Key not set. Please check settings