ლისაბონის „სპორტინგმა“ სარეკორდო გაყიდვებს მიაღწია კრიშტიანო რონალდოს ბრენდის ფორმის წყალობით.
სტადიონ „ჟოზე ალვალადეს“ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით „სპორტინგმა“ ბრენდ CR7-სთან ერთობლივად გამოუშვა შავ-მწვანე ფორმა, რომელიც კლუბის 20 წლის წინანდელ საწვრთნელ ფორმას ასახავს.
40 დღის განმავლობაში მაისურმა სარეკორდო შემოსავლები მიიღო. ყველა მაისურის გაყიდვის არანაკლებ 64% სწორედ ამ კომპლექტზე მოდის. კლუბმა უკვე 2.2 მლნ ევრო იშოვა.
„მალე ციფრებს შემოგთავაზებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მესამე ფორმა „სპორტინგის“ ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი გახდა“, – დაადასტურა კლუბის პრეზიდენტმა ფრედერიკ ვარანდაშმა.
GIPHY App Key not set. Please check settings