in

3 ქულა კიშინიოვში: ახალგაზრდულმა მოლდოვა დაამარცხა და თანალიდერია

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, გასვლით მატჩში, კიშინიოვის ზიმბრუს სტადიონზე მოლდოვის 21-წლამდე გუნდი – 0:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრაში გამარჯვების გოლი, 84-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა თბილისის დინამოს და 21-წლამდე ნაკრების ფორვარდმა – ჯადული იობაშვილმა თავური დარტყმით გაიტანა, რომელმაც ასევე შეცვლაზე შემოსული ლაშა ოდიშარიას ჩაწოდება ზუსტად გამოიყენა.

თუმცა გატანილ გოლამდე, 21-წლამდელებს რამდენჯერმე შეეძლოთ მეტოქის კარის აღება. მატჩის მიმდინარეობისას სხვადასხვა დროს, სილვიუ შმალენიას კარს სახიფათოდ უტევდნენ – გიორგი კვერნაძე და ნოდარ ლომინაძე.

2 ტურის შემდეგ, C ჯგუფში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 6 ქულით მეორე ადგილს იკავებს. ჯგუფის ლიდერ ნიდერლანდებსაც 6 ქულა აქვს, ხოლო 3 ქულით ჩრდ. მაკედონია ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს.

მატჩის შემდეგ, შეხვედრის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ; ფეხბურთელებმა – ჯადული იობაშვილმა და ოთარ მამაგეიშვილმა ისაუბრეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესიმ ფლორიდის სანაპიროზე 10.8 მილიონად სახლი იყიდა: 8 საძინებელი, სატრენაჟორო, სპა, აუზი…

ისევ წავაგეთ: მისაღები ანგარიშით და მიუღებელი თამაშით – 1:2 ნორვეგიაში