საქართველოს ნაკრებმა სირცხვილი ჭამა: მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ესპანეთი იყო, 1:7 საშინაო მარცხს გამართლება ნაკლებად აქვს. ჩვენს გუნდს აქამდე ასეთი ანგარიშით არასოდეს წაუგია. თავის სამართლებელი ასეთ დროს არც არის ხოლმე და ბევრი სათქმელი მატჩის შემდეგ არც საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ჰქონია.
არაფერი გამოგვივიდა: ესპანეთმა შეგვჭამა – სად არის ჩვენი ადგილი
ვილი სანიოლი:
„ჟურნალისტების შეკითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, ახლა კი ისეთი სიტუაციაა, მხოლოდ ჩემს შეფასებას გავაკეთებ. ისეთი კატასტროფული ანგარიშით წავაგეთ, 300 კითხვაზე პასუხიც არ იქნება საკმარისი.
პირველ რიგში, ბოდიში ჩვენს შესანიშნავ გულშემატკივარს, რომელიც, ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდა. ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებდნენ.
შეიძლება ითქვას, არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც უბურთოდ, არც ტექნიკაში, არც კონტრშეტევაზე და თამაში ყველა დონეზე ჩავაგდეთ. დაველაპარაკები მოთამაშეებს, გავარჩევთ, რა მოხდა. ვიმეორებ, კატასტროფული თამაში იყო, ეს ეხება როგორც ფეხბურთელებს, ასევე მე და სამწვრთნელო შტაბს.
გულახდილად უნდა დავილაპარაკოთ ერთმანეთთან და უნდა შევთანხმდეთ, რა დონეზე ვართ ახლა და რა დონეზე უნდა ვიყოთ მომავალ წელს ერთა ლიგის პლეი ოფის წინ.
რამდენიმე დღეში ნორვეგიასთან ურთულესი თამაში გველის და იგივე შეცდომები რომ გავიმეოროთ, მორიგი კატასტროფა მოხდება. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შემდეგ თამაშზე ღირსეული შედეგი გვქონდეს.
ცუდი და კარგი თამაში ფეხბურთის ნაწილია. მაგრამ ასეთი ჩავარდნა დაუშვებელია, ჩავთვალე, რომ გასახდელში ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. ბოდიში, რომ ვერ გიპასუხებთ კითხვებზე, სალაპარაკო კი ბევრია. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს!”.
ჩვენთან თამაში რთულია: საქართველო ცდილობდა შესაძლებლობებიდან გამომდინარე წინააღმდეგობ გაეწია
GIPHY App Key not set. Please check settings