ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მატჩში, შესაძლოა მისთვისაც ცოტა მოულოდნელი ანგარიშით დაამარცხა საქართველო და ცხრილში წინ წაიწია. 7:1 მოგების შემდეგ ცხადია ესპანელთა ნაკრების მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე კარგ ხასიათზე იყო და მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზეც წელში გამართული მივიდა.
არაფერი გამოგვივიდა: ესპანეთმა შეგვჭამა – სად არის ჩვენი ადგილი
„თავიდან ყოველთვის ძნელია შედეგში დარწმუნებული იყო, მით უფრო, ასეთი ანგარიშით მოგებაში. გუნდმა პირველიდან ბოლო წუთამდე კარგი ფეხბურთი აჩვენა, რასაც დიდი შრომა და ფეხბურთელების ნიჭი უმაგრებდა ზურგს. ძალიან კონცენტრირებული ვიყავით, ამას კი ზურგს დისციპლინა, შრომა და ამბიცია უდგას.
შედეგი ძალიან გვახარებს. რასაკვირველია, ანგარიშის მიუხედავად, ქართველ ფეხბურთელებზე იმავე აზრის ვარ. ჩვენთან დაპირისპირება რთული იყო, საერთოდ არ მოვდუნებულვართ.
საქართველოს ნაკრები წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა. მაგრამ ჩვენ გვქონდა თავდაჯერებულობა და არ მოვდუნებულვართ. თუმცა, ჩვენი მეტოქე თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საინტერესო გუნდია. ჩვენნაირ გუნდთან თამაში იოლი არ არის, მაგრამ საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, გქონდეთ იმედი, რომ მომავალში უკეთეს ფეხბურთს და შედეგებს აჩვენებს.
ესპანეთის ნაკრების განვითარება აშკარაა და ეს მახარებს. საქმე მშვიდად უნდა გაკეთდეს. ჩვენ ყველა თამაშში კონცენტრირებული ვართ. ბედნიერი ვარ ფეხბურთელებით, ისინი ამ წარმატებას იმსახურებენ. ფეხბურთელების მხარდაჭერის წყალობით, თავს კარგად ვგრძნობ.
ნიკო უილიმსი და იამალი ესპანური ფეხბურთის მომავლის გარანტიაა. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ამ თაობის მიმართ, ასევე ვეტერანების, რომელთაც წვლილი შეაქვთ გუნდის პროგრესში“.
GIPHY App Key not set. Please check settings