in

90 წუთის სათამაშოდ მზად ვარ: რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ ახალგაზრდულ ევროზე

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ერთად პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაც იმყოფებოდა და ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა. მან ასევე განმარტა თუ რატომ არ ითამაშა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე.

„მზად თუ ვარ ესპანეთთან მატჩისთვის? საქართველოს ნაკრებში ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი და ხვალაც ასე იქნება. მიმაჩნია, რომ 90 წუთის სათამაშოდ მზად ვარ და ამას მოედანზე იხილავთ.

ახალგაზრდულში უთამაშებლობას რაც შეეხება, ამის შესახებ უკვე ვისაუბრე. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არავის გასჩენია კითხვა, რომ ამ გუნდს ვინმე დააკლდა. ამ ბიჭებს წარმატებული ტურნირი გამოუვიდათ და ქართველი ხალხი გაახარეს.
მე რომ ჩამოვსულიყავი, ვერაფერს შეიტყობდით იმ მოთამაშეებზე, რომლებმაც იდეალურად ითამაშეს. ვფიქრობდი, არ იქნებოდა ეს კარგი იმ ბიჭებთან, რომლებმაც ნაკრებში 2 წელი ითამაშეს.

„ოქროს ბურთის“ ნომინანტების სიაში მოხვედრა ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ახლა, ესპანეთთან თამაშის გარდა, არაფერზე არ ვფიქრობ. ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ იმით, სადაც ვარ და როგორც ვარ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენ ისტორია დავწერეთ: თორნიკე შენგელია მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც მთელი ეს გზა ერთად გაიარა

ეს თამაში გადამწყვეტი არაა, მაგრამ მნიშვნელოვანია. მთავარია ფეხბურთელებმა დავალებები შეასრულონ