in

ოქროს ბურთის ნომინანტები განაახლეს, მთავრები ისევ ზემოთ არიან: ხვიჩა მე-13-ზეა

საიტმა Goal.com-მა „ოქროს ბურთის“ მიღების ფავორიტების რეიტინგი განაახლა.
თუმცა მთავარ პრეტენდენტად დარჩა ლეო მესი. მეორე ადგილსაც ჯერჯერობით ჰოლანდი იკავებს.

„ოქროს ბურთის“ ნომინანტებს დღეს, 6 სექტემბერს დაასახელებენ. დაჯილდოება კი 30 ოქტომბერს გაიმართება.

სიაშია ხვიჩა კვარაცხელაიც, ოღონდ უკვე მე-13 ადგილზე. იყო დრო ქართველი მე-7 ადგილზე იმყოფებოდა.

ტოპ-20 ასე გამოიყურება:

  1. ლიონელ მესი (პსჟ);
  2. ერლინგ ჰოლანდი (სიტი);
  3. კილიან მბაპე (პსჟ);
  4. ვინისიუსი (რეალი);
  5. კევინ დე ბრუინი (სიტი);
  6. როდრი (სიტი);
  7. ილქაი გიუნდოგანი (სიტი);
  8. ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი);
  9. ხულიან ალვარესი (სიტი);
  10. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა);
  11. ბერნარდო სილვა (სიტი);
  12. ქარიმ ბენზემა (რეალი);
  13. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი);
  14. ჯუდ ბელინგემი (ბორუსია);
  15. ლაუტარო მარტინესი (ინტერი);
  16. ჯონ სტოუნზი (სიტი);
  17. მარკუს რაშფორდი (მანჩესტერი);
  18. ბუკაიო საკა (არსენალი);
  19. ჯეკ გრილიში (სიტი);
  20. კაზემირო (მანჩესტერი).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი რაშფორდია: ასე გადაწყვიტეს გულშემატკივრებმა

ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი საკაა და არა ბელინგემი ან კეინი