in

ორი დარტყმა, ორი გოლი: ვალენსიამ პირველად წააგო – როგორია მამარდას შეფასებები

ორი მოგების შემდეგ „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე წააგო „ოსასუნასთან“ – 1:2. თუმცა წაგებას არ იმსახურებდა და თან დასანანად გოლი 90+5 წუთზე გაუშვა. სამწუხაროდ, მამარდაშვილმა გუნდის გადარჩენა ვერ მოახერხა. სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს, ბურთი თავით საჯარიმოს ხაზთან ჩააგდეს, სადაც კარიდან ხუთიოდ მეტრში მყოფმა ვიდალმა მაკრატელათი შორეულ კუთხეში გადაგზავნა და ნახტომის მიუხედავად ქართველი მეკარე ბურთს ვერ შესწვდა.

მამარდაშვილი ცხადია ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

24-ე წუთზე „ვალენსიას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ოროზიმ ზუსტად დაარტყა, გიორგი სხვა მხარეს გადახტა. სამწუხაროდ, ჩვენს მეკარეს პენალტი ჯერ არ აუღია.

გოლების გარდა გიორგი საქმე არც ჰქონია, მის კარში ბურთი ერთხელაც არ წასულა, ანუ ორი დარტყმა და ორი გოლი.

შესვენების შემდეგ „ვალენსია“ თამაშის გადარჩენას შეეცადა და მე-80 წუთზე უგო დურომ გაიტანა კიდეც, მაგრამ ბოლოს იყო ის საბედისწერო კუთხური და პირველი დაკარგული ქულები.

მამარდას შეფასებები კი არც თუ მაღალი გამოვიდა: Flashscore.com – 5,8. Whoscored.com – 5,6. Sofascore.com – 6.2.

„ვალენსიას“ 6 ქულა დარჩა და მე-5 ადგილზეა და 2 სექტემბერს გასვლაზე „ალავესს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დონეცკის ფლანგები ქართულია: გოჩოლეიშვილი გააგდეს, აზაროვს სრული დებიუტი ჰქონდა, ჩაკვემ შეცვლაზე ითამაშა

მიქაუტაძემ ისევ გაიტანა და მეცს მოაგებინა: ბოლოჯერ?