in

კონკრეტული ფასი დაიდო: უდინეზეს საზონოვი 2 მილიონად უნდა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ, საბა საზონოვზე მუდმივად იწერება, რომ ევროპაში წავა და არაერთ დაინტერესებულ კლუბზეც ითქვა. ყველაზე ხშირად იტალიურ „უდინეზეზე“ იწერებოდა და ეს ამბავიც მართლდება.

ქართველი მცველისადმი ინტერესი „უდინეზეს“ სპორტულმა დირექტორმა ფედერიკო ბალზარეტიმ დაადასტურა.

იტალიურ კლუბს ტრანსფერისთვის 2 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი, ახლა მთავარია მოსკოვის „დინამო“ დათანხმდეს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვადე ერთი კვირა რჩება და წესით მალე უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. საბას რუსეთის ახალდაწყებულ პირველობაზე ბოლო მატჩებში დიდად არ ათამაშებენ და შესაძლოა ეს მის სავარაუდო წასვლასაც უკავშირდება.

მოგეხსენებათ, 21 წლის ფეხბურთელი მოსკოვის „დინამოში“ თამაშობს, რომელთანაც კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იფრინა და მოაგებინა: გუგეშაშვილი საუკეთესო იყო და ყარაბაღი ევროპა ლიგის ჯგუფში შეჰყავს

ერთ კოცნას მაინც გადააყოლეს: რუბიალესი მიდის… თუმცა შესაძლოა დაბრუნდეს კიდეც