in

კიდევ ერთი იტალიაში: ივა გელაშვილი სპეციაში მიდის

იტალიაში მალე კიდევ ერთი ქართველი გვეყოლება: ივა გელაშვილი სერია B-ს „სპეციას“ ფეხბურთელი გახდება.

22 წლის ცენტრალური მცველი რომში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა, რის შემდეგაც 1+3 სისტემის კონტრაქტს გააფორმებს. იტალიური კლუბი თანხას ოთხი წლის განმავლობაში რამდენიმე ტრანშად გადაიხდის.

არ არის გამორიცხული, რომ ქართველმა ახალწვეულმა 30 აგვისტოს ითამაშოს კიდეც „კატანძაროსთან“.

ივა გელაშვილის აგენტი მამუკა ჯუღელია, რომელმაც ფეხბურთელი დადებითად დაახასიათა:
„გელაშვილი ტანმაღალი და ძლიერი, ასევე გონიერი და ლიდერის თვისებების მქონე მცველია. რამდენიმე ასპექტი გასაუმჯობესებელი აქვს, მაგრამ საუკეთესო ცენტრალური მცველია, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ჰყავდა. იცის როგორც სამკაციან, ასევე ოთხკაციან დაცვაში თამაში“.

რაც შეეხება „სპეციას“ და სერია B-ს, ჯერ ერთი ტურია ჩატარებული და „სპეციამ“ უხვგოლიანი ფრე ითამაშა – 3:3 სტუმრად „სუდტიროლთან“. შემდეგი თამაში კი სწორედ „კატანძაროსთან“ უწევს 30 აგვისტოს ასევე სტუმრად.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკოს მატჩი კინაღამ ჩაიშალა: ბორდოს ფანებმა ისევ იჩხუბეს – ვიდეო

მიქაუტაძე ტურის სიმბოლურშია: პირველად ტოპ ჩემპიონატში