in

ევროპა ბოლომდე ქალაქელებისაა: სუპერთასი სიტიმ მოიგო

ევროპის სუპერთასი ისევ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს დარჩა. ინგლისურმა „სიტიმ“ პენალტების სერიაში ევროპა ლიგის ლამის მუდმივ მოქმედი გამარჯვებული „სევილია“ დაამარცხა – ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა პირდაპირ დაარტყეს პენალტები, რომელშიც ინგლისელებმა 5:4 იყოჩაღეს.

არადა, ესპანურ გუნდს მეორე ნახევარში მეორე გოლიც რომ გაეტანა, ვინ იცის, იქნებ სუპერთასის ამდენჯერ წაგება თავიდან აეცილებინა. ენ ნესირიმ ორჯერ გაუშვა იდეალური შანსი, როდესაც პირისპირ იყო მეკარე ედერსონთან, მაგრამ „ქალაქელების“ გოლკიპერმა ორჯერვე იხსნა თავისიანები.

პენალტების სერიაში ფეხბურთელები ასე თუ ისე მშვენივრად ურტყამდნენ, ყველამ გაიატან და დარჩენილი იყო მარტო „სევილიელი“ გუდელი, რომელსაც დარტყამამდე ეტყობოდა, რომ ძლიერად გაუშვებდა. ჰოდა, ამან დაღუპა კიდეც – ედეერსონი სხვაგან გადახტა, გუდელის ძლიერად მოქნეული ხარიხამ გამოაგდო და „სიტიმ“ ისტორიაში პირველად მიიმატა ევროპის სუპერთასი.

ევროპის სუპერთასი 2023

მანჩესტერ სიტი – სევილია 1:1, პენ 5:4
16.08. პირეოსი. გიორგის კარაისკაკისი. 29 207 მაყურებელი

0:1 ენ ნესირი (25. აკუნიას პასით), 1:1 პალმერი (63. როდრის პასით)
პენალტების სერია: 1:0 ჰოლანდი, 1:1 ოკამპოსი, 2:1 ალვარესი, 2:2 მირი, 3:2 კოვაჩიჩი, 3:3 რაკიტიჩი, 4:3 გრილიში, 4:4 მონტიელი, 5:4 უოლკერი, 5:4 გუდელი (ძელი)

სიტი: ედერსონი – უოლკერი, აკანჯი, გვარდიოლი, აკე – კოვაჩიჩი, როდრი – პალმერი (85. ალვარესი), ფოდენი, გრილიში – ჰოლანდი

სევილია: ბუნუ – ნავასი (83. მონტიელი), ბადე, გუდელი, აკუნია – ჟორდანი, რაკიტიჩი – ოკამპოსი, ოლივერ ტორესი (74. ხუანლუ), ლამელა (90+3. სუსო) – ენ ნესირი (90+3. მირი)

არბიტრი: ფ. ლეტესიე (საფრანგეთი)

ბოლო 11 გათამაშებიდან 10-ში ევროპის სუპერთასი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა მოიგო. მხოლოდ მადრიდის „ატლეტიკომ“ დაარღვია ეს ტრადიცია, როდესაც 2018 წელს „რეალი“ დაამარცხა.

„სევილიამ“ უეფას სუპერთასისთის მეშვიდედ ითამაშა და მეექვსედ წააგო.

გვარდიოლამ მეოთხედ მოიგო სუპერთასი და ეს სამ კლუბთან ერთად გააკეთა: „ბარსელონასთან“ (2009 და 2011), „ბაიერნთან“ (2013) და ახლა „სიტისთან“. ის პირველი მწვრთნელია, რომელმაც ასეთი რამ შეძლო.

გვარდიოლას კარიერაში 36 ტიტული დაუგროვდა. მე-15 „სიტიში“.

კოვაჩიჩი პირველი ფეხბურთელია, რომელიც სუპერთასის გამარჯვებული სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად გახდა – „რეალი“, „ჩელსი“ და „სიტი“.

სუპერთასის ყველა 4 მატჩში, რომელშიც პენალტების სერია დაინშნა, ინგლისური კლუბები მონაწილეობდნენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძის ასისტი: არის მეცი მზად ლიგა 1-სთვის

ვინ მიდის მსოფლიოზე: საქართველოს შემადგენლობა ცნობილია