in

მიქაუტაძის ასისტი: არის მეცი მზად ლიგა 1-სთვის

საფრანგეთის ჩემპიონატი დაიწყო და ითამაშა გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“, რომელიც მოგეხსენებათ წელს დაბრუნდა ლიგა 1-ში. პირველი მატჩი სახარბიელო ვერ გამოვიდა. „მეცი“ სტუმრად „რენთან“ განადგურდა – 1:5. როგორც ჩანს, უმაღლეს ლიგასთან შესაგუებლად დროა საჭირო და აქ ცოტა სხვა დონეა.

დადებითი ამ მატჩში ის იყო, რომ „მეცის“ ერთადერთ გოლში წვლილი ქართველსაც მიუძღვის. სწორედ მისი პასით, ფლანგიდან ჩაწოდებულით გაიტანეს სტუმრებმა, როდესაც ანგარიში გაათანაბრეს და შესვენებაზეც საყაიმო ანგარიშთ გავიდნენ.

თუმცა მანამდე, ტაიმის შუაწელს მიქაუტაძემ მშვენივრად ითამაშა. საჯარიმოში ცრუ მოძრაობებით მცველს გასცდა და მახვილი კუთხიდან კარში დაარტყა, მაგრამ მეკარემ საიმედოდ ითამაშა.

მეორე ტაიმში „რენი“ თამაშობდა და გოლებიც მხოლოდ მას გაჰქონდა.

საერთო ჯამში, გიორგი გამორჩეული იყო (თავის გუნდში). მას 7,2 დაუწერეს, რაც მეორე შედეგია და მხოლოდ გოლის ავტორ იუსეფ მაზიზს (7,4) ჩამორჩა.

მიქაუტაძემ სრულად ითამაშა.

„მეცს“ მე-2 ტურშიც რთული გამოცდა ელოდება, 18 აგვისტოს „მარსელს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თასი დავიტოვეთ, გამოცდილება მივიღეთ, განწყობა ავიმაღლეთ, იმედი არის: საქართველო მსოფლიოსთვის მოემზადა

ევროპა ბოლომდე ქალაქელებისაა: სუპერთასი სიტიმ მოიგო