in

ქართველას თასი ლიეტუველებმა წაიღეს

პანდემიური პაუზის შემდეგ წელს პირველად, ამბასადორი კაჭრეთში, ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდა. “ქართველას თასზე” მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის წევრმა ქვეყნებმა, მათ შორის მონაწილეობდა სომხეთის, აზერბაიჯანის, ლატვიის, ლიტვის, უკრაინისა და საქართველოს გუნდები. ჩემპიონატი ჩატარდა, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

შეჯიბრება მოულოდნელობებით სავსე აღმოჩნდა. ფინალურ მატჩი ლატვიისა და ლიეტუვას გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ოქროს მედლის მოპოვება და “ქართველას თასის” ჩემპიონობა ლიეტუველებმა მოახერხეს, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

მამაკაცთა ფინალურ შეხვედრაში ლატვიისა და ლიეტუვას გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ლიეტუვადან რუმშავიჩუშ არნასსა და დონელა მანტოსს მხოლოდ ორი სეტი დასჭირდათ გამარჯვებისთვის. სპორტსმენებმა 21-13 და 21-19 დაამარცხეს ლატვიის გუნდის მოთამაშეები ბრუნო ბულგაჩი და ერნესტ გუტმანისი. რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, ის ასევე მოიგო ლიეტუვამ, კაროლის პალუბინსკასა და საულიუს ვილკელისის მონაწილეობით.

რაც შეეხება გოგონების შეჯიბრს. მესამე ადგილის მოსაპოვებლად საქართველოს ორმა გუნდმა იბრძოლა, საბოლოოდ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ლიზი ლობჟანიძემ და ანა დიასამიძემ, მათ ორ სეტში (25-23, 21-19) დაამარცხეს თანამემამულეები მარიამ მუყასაშვილი და ირინა ჭელიძე.

ლიეტუველმა დებმა გერტა გრუდინსკაიტემ და რუგილე გრუდინსკაიტემ კი ლატვიელი ანია ოზოლინა და ბეატე ლიეპაინეჩესი 22-20 და 25-23 ორ სეტში დაამარცხა და “ქართველას თასის” 2023 წლის გამარჯვებულებიც გახდნენ.

ეს ტურნირი კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა როგორც მონაწილე გუნდებისთვის ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის ენახათ მაღალი ხარისხის ქვიშის ფრენბურთი.

ჩემპიონატი საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. ჩემპიონატს კი “კაჭრეთი ამბასადორმა” უმასპინძლა

“ქართველას თასი” 2009 წლიდან ტარდება და მისთვის სპეციალურად შეიქმნა ჰიმნიც. ტრადიციული ტურნირის მიზანია, პირველი ქართველი ლიბეროს და საქართველოს ვაჟ ფრენბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების წევრის – დავით ქართველიშვილის ხსოვნის უკვდავყოფა, ქვიშის ფრენბურთის პოპულარიზაცია და მისი დონის ამაღლება საქართველოში. საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია ფრენბურთის მოყვარულებს მომავალ წელს ელოდება “ქართველას თასი 2024-ზე”.

გიორგი ქართველიშვილი (საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):

„წარმატებით დავასრულეთ ქართველას თასი 2023, რომელიც წელს გავაერთიანეთ აღმოსავლეთ ევროპის ზონალირ ასოციაციის ჩემპიონატში, სადაც რეიტინგული ქულები მიენიჭათ მოთამაშეებს. სტუმრად გვყავდა სხვადასხვა ქვეყნის მოთამაშეები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ჩვენი ტურნირი“.

არნას რუმშავიჩუსი – “ქართველას თასი 2023”-ის გამარჯვებული:
„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გავიმარჯვეთ ამ ჩემპიონატზე. სწორედ ის შედეგი მივიღეთ, რისთვისაც ჩამოვედით. ასევე სასიხარულოა, ისიც, რომ ტურნირი ევზას ეგიდით ჩატარდა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ასეთი მასპინძლობისთვის“.

მანტოს დონელა – “ქართველას თასი 2023”-ის გამარჯვებული:
„მეც ბედნიერი ვარ, აქ კარგი გარემოა, თუმცა ვიტყოდი რომ ძალიან ცხელა , ფინალური შეხვედრა ფიზიკურად რთული ჩასატარებელი იყო, მაგრამ ერთად დგომით გავიმარჯვეთ“.

გერტა გრუდინსკაიტე – “ქართველას თასი 2023”-ის გამარჯვებული:
„ძალიან ბედნიერები ვართ, თუმცა ამავდროულად დაღლილებიც, საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო, მაგრამ გამარჯვება მაინც შევძელით“.

რუგილე გრუდინსკაიტე – “ქართველას თასი 2023”-ის გამარჯვებული:
„დიახ სიცხის გამო ჩვენთვის რთული აღმოჩნდა თამაშების ჩატარება, რადგან ასეთ კლიმატს არ ვართ მიჩვეულები, თუმცა ეს ჩემპიონატი მაინც წარმატებული აღმოჩნდა ჩვენთვის“.

ვალერია რომანოვიჩი (ტურნირის სუპერვაიზერი):
“ქართველას თასი” 2023 ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფრენბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს, მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ ტურნირის მოწყობაში მონაწილეობა მიიღო. ასევე მინდა მივულოცო ეს წარმატება თითოეულ მონაწილეს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფრანგებს პარიზის ოლიმპიადის არ სჯერათ: ქვეყანა უსაფრთხოებას ვერ დაიცავს, ტურისტებს ვერ აუვა, ტრანსპორტი არ იქნება

მისახედია: საქართველო ისევ აგებს – მსოფლიოზე ევროპა არ დაგვემართოს