ავსტრალიას სურს მამაკაცთა შორის მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატს უმასპინძლოს. ამის შესახებ ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორმა ჯეიმს ჯონსონმა ისაუბრა.
„ჩვენ განვიხილვათ ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას როგორც წინ გადადგმულ ნაბიჯს სხვა შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის. ვაპირებთ ყურადღება მივაქციოთ 2034 წლის მსოფლიო პირველობას და 2029 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატს“, – ციტირებს „ფრანს პრესი“ ჯონსონს.
ავსტრალია ახალ ზელანდიასთან ერთად ამჟამად ქალთა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც 20 აგვისტოს დასრულდება.
GIPHY App Key not set. Please check settings