გორის „დილა“ ძალიან გვახარებს. სამი ქართული გუნდის გავარდნის შემდეგ, გორელები წინ მიიწევენ, ორი ძლიერი მეტოქე დაამარცხეს და კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე გავიდნენ, სადაც ქართველების გუნდს შეხვდებიან – კვიპროსის აპოელ-ს. ეს გუნდი ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ თავად აპოელ-მა სოლიდური სერბული გუნდი გამოთიშა ასპარეზობას.
კვიპროსულმა გუნდმა ნოვი სადის „ვოივოდინას“ ორივე მატჩი მოუგო და ორივე ერთნაირი ანგარიშთ 2:1. ჯერ შინ, ახლა კი სტუმრადაც.
შეგახსენებთ, პირველ შეხვედრაში ორივე გოლი ჩვენებმა გაიტანეს – გიორგი ქვილითაიამ და ლაშა დვალმა. განმეორებით მატჩში ქვილითაია კაპიტანი იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს, დვალმა კი სრულად ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ „დილა“ საშინაო მატჩს უკვე თბილისში გამართავს, „დინამო არენაზე“. ეს შეხვედრა 10 აგვისტოს გაიმართება, განმეორებითი თამაში კი ნიქოზიაში 17 აგვისტოს შედგება.
GIPHY App Key not set. Please check settings