in

დილაო ჰოუ დილაო: გორი რჩება ევროპაში, გორი არის საქართველო

გორის „დილა“ ერთადერთი ქართული გუნდი, რომელიც ევროთასებზე თამაშს განაგრძობს. მოდი, ვაღიაროთ, „დილასგან“ ყველაზე ნაკლებად ელოდნენ ამას გულშემატკივრები. დიდად არც წილისყრა იყო მისთის სახეირო, მაგრამ თავად გუნდი, მწვრთნელი და ფეხბურთელები გამოდგნენ ისეთები, როგორებიც უნდა იყვნენ და ალალად დაიმსახურეს მოგებაც, შექებაც და მადლობაც.

გორის „დილამ“ კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრაში პოლტავის „ვორსკლას“ უმასპინძლა, 3:1 დაამარცხა და მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, გორელებმა რამდენმე სახიფათო მომენტი შექმნეს. პოლტაველთა მეკარის შეცდომით გორელებმა 45-ე წუთზე ისარგებლეს. მეკარის გადაცემა სანტოსმა ჩაჭრა, მისი დარტყმული ხარიხას მოხვდა, გადმოვარდნილზე კი ყველას ოთარ ფარულავამ დაასწრო და ანგარიში გახსნა – 1:0.

მეორე ტაიმიც მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და უპირატესობას ისევ „დილა“ ფლობდა, მაგრამ შედარებით ფრთხილად თამაშობდა. 71-ე წუთზე ტიერი გეილმა შესანიშნავი პასით მეკარესთან პირისპირ მიკოლა კოვტალიუკი დატოვა, რომელმაც მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა – 2:0.

ორ წუთში „ვორსკლამ“ სხვაობა შეამცირა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა.

86-ე წუთზე გორელთა სასარგებლოდ ჯარიმა დაინიშნა. თორნიკე ძოწენიძის გრძელი პასის შემდეგ ტიერი გეილი მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა და „დილა“ წინაც გაიყვანა და მომდევნო ეტაპზეც – 3:1.

კონფერენსლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი

დილა (გორი, საქართველო) – ვორსკლა (პოლტავა, საქართველო) 3:1
პირველი მატჩი 1:2
03.08. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
1:0 ფარულავა (45), 2:0 კოვტალიუკი (71. გეილის პასით), 2:1 სტეპანიუკი (74), 3:1 გეილი (86. ძოწენიძის პასით)

დილა: კუჩერენკო – ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, თევზაძე, ვანდერსონ სილვა – ჟან ვიქტორი, ალეფ სანტოსი, ფარულავა (62. სარდალიშვილი) – გეილი (90+3. გაფრინდაშვილი), გომისი (76. ს. კუხიანიძე), კოვტალიუკი
სათადარიგოები: ჩიკაშუა, ოდიკაძე – ანდრონიკაშვილი, ასამოა, ეტუ, მზვაკალი
მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო

ვორსკლა: ისენკო – პერდუტა, ჩესნოკოვი (73. ხრიპჩუკი), ტიაგო სანტანა, კრუპსკი (56. ნესტერენკო) – ფელიპე როდრიგესი (36. ბაცულა), პავლიუკი, სკლიარი, კანე – იურჩენკო (73. ჩელიადინი), სტეპანიუკი

გაფრთხილება: პავლიუკი (10), ტიაგო სანტანა (60), თევზაძე (62), კანე (69), ნესტერენკო (85)
არბიტრი: ს. სოცა (იტალია)

სტადიონიდან კი ზეიმმა გორის ქუჩებში გადაინაცვლა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტორპედო მოგებით კმაყოფილია, აქტობე გასვლით: კომენტარები

გავაანალიზეთ, დავგეგმეთ, შევასრულეთ და მოვიგეთ… დემჩენკო დილაში შედეგებს იმკის