ცოტა ხნის წინ ვწერდით, რომ გაჟღერდა იდეა სეპარატისტული რესპუბლიკების მხრიდან გაერთიანებული საფეხბურთო ჩემპიონატის გამართვის შესახებ. ეს ინიციატივა აფხაზეთის წარმომადგენელმა თქვა. როგორც ჩანს, საქმე დაიძრა.
რა დღეში არიან რუსებისგან “დაცულები”: აფხაზეთი თავისნაირებს ახალ ჩემპიონატს თავაზობს
ცნობილი გახდა „თანამეგობრობის ჩემპიონატის“ მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა.
ტურნირში, რომელიც გააერთიანებს ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ხერსონისა და მელიტოპოლის გუნდებს, 14 გუნდის ჩართვაა დაგეგმილი.
რადგან ჩემპიონატის ფორმატი ჯერ ბოლომდე არ დაუდგენიათ, მონაწილეთა საბოლოო რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს.
ადრე ყირიმისა და ამხანაგი რესპუბლიკების გუნდების ჩემპიონატის ჩატარების გეგმებზე რუსეთის ფედერაციის სპორტის სამინისტროში განაცხადეს.
GIPHY App Key not set. Please check settings