in ,

ლანჩხუთის გურია ტოიოტა პრიუსის ფასად იყიდება

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ქართული კლუბი, ლანჩხუთის „გურია“ აქუციონზე 34 000 ლარად იყიდება.

რამდენიმე წლის წინ, „გურია“ ეროვნულ ლიგაში მაღალი მიზნებისათვის იბრძოდა და ზღვა რაოდენობის ლეგიონერი ჰყავდათ ჩამოყვანილი. ჰო, უფრო ადრე კი ლანჩხუთელები საბჭოთა კავშირის უმაღლეს დივიზიონშიც გამოდიოდნენ და შედარებით სტაჟიან ქომაგს „გურია, გურია“- ჩენთი ეხსომება, თემურ წიკლაურის შესრულებით.

3 დღეში კი „გურიას“ ახალ მეპატრონეს ჯიბიდან 34 000 ლარი გასძვრება. საინტერესოა, რის ყიდვას მოახერხებდით 34 000 ლარად? ნუსხა დიდად შთამბეჭდავი ვერ არის, რადგან ამ წამის მონაცემით 34 000 ლარი, 11500 დოლარია. ნუ, კარგ მეორად მანქანას შეიძენთ. დაახლოებით 2017-18 წელს ნაწარმოებ ტოიოტა „პრიუსსაც“ უპრობლემოდ მოერევით, ოღონდ მეორადს და დაზიანებულს. თუ გაგიმართლებთ, შესაძლოა, კატალიზატორიც მოჰყვეს.

მსურველთა საყურადღებოდ: ახალმა მფლობელმა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მინიმუმ 2.1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. თანხების არაუმეტეს 60%-მდე უნდა გაიხარჯოს კლუბის თანამშრომლების, ფეხბურთელების შრომის ანაზღაურებისა და ბონუსებისათვის, არანაკლებ 20% უნდა გაიხარჯოს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისათვის.

აუქციონი საიტ eauction.ge-ზე 22
ივლისის 17:00 საათამდე გაგრძელდება.

ისტორიული საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის “გურია” ამ დროისთვის საქართველოს ლიგა 3-ის გათამაშებაში 21 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სეპარატისტები 14-გუნდიან ერთობლივ ჩემპიონატზე ფიქრობენ: აფხაზეთის იდეა აიტაცეს

ლივერპულის ბანდა: ფოტო რობერტსონის ქორწილიდან ვირუსული გახდა