სტამბოლში დასრულებულ ბერძნულ-რომაული სტილით 17-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საბა ფურცელაძემ (92 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა ფინალში რუსეთის და ბელარუსის გაერთიანებული გუნდის წევრი სეიფულა გაჯიმაგომედოვი 7:7-ზე ბოლო ქულის უპირატესობით დაამარცხა.
აღსანიშნაავია, რომ საბა პირველი პერიოდის შემდეგ 0:6 მარცხდებოდა, მაგრამ მაინც შეძლო შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 1ოქროს, 1 ვერცხლის 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ირანისა და აზერბაიჯანის შემდეგ გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.
ვერცხლის მედალს საბა სურმანიძე, ბრინჯაოს კი-კობა ქარუმიძე დასჯერდა
GIPHY App Key not set. Please check settings