საუდის არაბეთი ამ ზაფხულს საფეხბურთო მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.
მიზეზი ნათელია და ახსნას არც საჭიროებს.
თუმცა, როგორც ირკვევა, არაბული ფული სულაც არ ყოფილა დიდი ფული. Transfermarkt-მა შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ საუდეთის კლუბებმა ჯამურად 300.6 მილიონი ევრო დახარჯეს, რაც ახლოსაც ვერ მივა პრემიერლიგის დანახარჯებთან.
სიტუაციას საუდეთში კილიან მბაპეს გადასვლა შეცვლიდა, მაგრამ მაინც შორს იქნებოდა.
დღეისათვის საუდის არაბეთის ლიგა მე-5 ადგილს იკავებს სატრანსფერო ხარჯებით და ჩამორჩება პრემიერლიგას (1,34 მლრდ ევრო), სერია ა-ს (520,9 მლნ), ლიგა 1-ის (456 მლნ) და ბუნდესლიგას (448.2 მლნ).
სამაგიეროდ უკან დარჩა ლა ლიგა თავისი 249,8 მლნ ევროიანი ხარჯით. ამის ნახევარიც „რეალზე“ მოდის, რომელმაც ბელინგემი (103 მლნ) და არდა გიულერი (20 მლნ) წაიყვანა.
GIPHY App Key not set. Please check settings