გიორგი მიქაუატაძეს ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში არ უთამაშია. ეს მის შესაძლო ტრანსფერს დაუკავშირეს. ქართველის აყვანის სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ ვერავინ უთანხმდება „მეცს“, რომელსაც გარკვეული თანხა უნდა და არ აკლებს.
ახლა თვით რომის „ლაციომ“ კონკრეტული თანხა შესთავაზა – 15 მილიონი, მაგრამ ფრანგულმა კლუბმა უარი უთხრა. ამით კი ჩვენიანი უკმაყოფილოა და მისთვის მარტივი არ არის ასეთი წინადადებების ხელიდან გაშვების შესაძლებლობა.
მოგეხსენებათ, „მეცმა“ ასევე უარით გაისტუმრა პრემიერლიგელი „ბარნლი“, რომელმაც ანალოგიური თანხა შეუთვალა.
„მეცს“ მინიმუმ 20 მილიონი ევროს მიღება სურს და არც ბონუსებზე იტყოდა უარს.
GIPHY App Key not set. Please check settings