in

სიტიმ სტადიონის რეკონსტრუქცია მოიწონა: ტევადობა 10 ათასით იზრდება, ღირებულება 300 მილიონია

„სიტის“ სტადიონი მალე კოსმოსურ ხომალდს დაემსგავსება.

სტადიონის რეკონსტრუქცია, რომელიც ტევადობას თითქმის 62 ათასამდე გაზრდის და ახალ ფან-ზონას შექმნის, მანჩესტერის საქალაქო საბჭომ ერთხმად მოიწონა.

ჩრდილოეთ ტრიბუნის ზრდის გეგმა 400-ადგილიანი სასტუმროს, ტელესტუდიისა და სახურავზე სეირნობის ატრაქციონის მშენებლობას მოიცავს. ასევე გაკეთდება 3 ათას ადამიანზე გათვლილი ფან-ზონა.
წინასწარი გათვლებით, პროექტი დამატებით 70 მლნ ფუნტის შემოსავალს მოიტანს და 1795 ახალ სამუშაო ადგილის შექმნის.

გეგმის მიხედვით, ჩრდილოეთ ტრიბუნის ტევადობა 7900 ადგილით გაიზრდება და საერთო ტევადობა 61 968 გახდება. ამჟამინდელი საკლუბო მაღაზია დაიშლება და 8-სართულიანი შენობა აიგება ახალი მაღაზიითა და მუზეუმით.

სავარუდოდ სამუშაოები ნოემბერში დაიწყება და 2025 წლის აგვისტოში დასრულდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოსიმენი ნაპოლიში დარჩება: ხელფასს გაუზრდიან, გამოსასყიდს დააკლებენ – ნიგერიელი საუდელებს სურთ

ლა ლიგის ყველაზე ძვირიანი ფეხბურთელების ნაკრები: მარტო ერთია სხვა