ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გააგრძელებს.
მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლამდეა. მხარეები ახლოს არიან მის გაგრძელებასთან. ამაზე ჯანლუკა დი მარციო საუბრობს.
ახალი კონტრაქტის პირობებით, ფეხბურთელს ხელფასს გაუზრდიან. „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დი ლაურენტისი გამოსასყიდ თანხად 200 მლნ ევროს ადგენს, თუმცა შეთანხმდნენ, რომ ეს თანხა დაიკლებს, რადგან უფრო რეალისტური გახდეს სამომავლოდ მსურველი კლუბებისთვის.
24 წლის ოსიმენი გასული სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ნიგერიელს კი თვალი „ალ ჰილალმა“ დაადგა. ამ გუნდში კილიამ მბაპე არ წავა და მის ნაცვლად სწორედ ოსიმენი მოისურვეს. თუმცა, მბაპესი არ იყოს, ეს ტრანსფერიც ამ ეტაპზე დიდად მოსალოდნელი არ ჩანს.
მოკლედ, დიდი ალბათობით, სომენისა და კვარაცხელიას დუეტი სერია ა-ში შენარჩუნდება.
GIPHY App Key not set. Please check settings