გაამჟღავნეს თანხის ოდენობა, რისი დახარჯვაც შეეძლებათ საუდის არაბეთის კლუბებს 2030 წლამდე.
ქვეყნის სპორტის სამინისტრომ ბიუჯეტიდან კლუბებს 17 მილიარდი ფუნტი (19.7 მილიარდი ევრო) გამოუყო ტრანსფერებისთვის – ეს დაახლოებით 2.5 მლრდ ევროს შენაძენს უდრის ყოველწლიურად.
ზაფხულის დასაწყისში კილიან მბაპეს ტრანსფერი ბიუჯეტში არ გაუთვალისწინებიათ, მაგრამ საუდელებმა და „ალ ჰილალმა“ იცოდნენ, რომ შესაძლებლობა გამოჩნდებოდა და ემზადებოდნენ ასეთი სიტუაციისთვის.
ლეო მესისთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, „ალ ჰილალი“ ნამდვილი ვარსკვლავის გადაბირებაზეა მომართული. ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამ ზაფხულს კლუბი ნეიმარისა და ლუკა მოდრიჩის საკითხსაც განიხილავდა.
2024 წელს „ალ ჰილალის“ მიზანი რობერტ ლევანდოვსკია.
გუშინ კი „ალ ჰილალმა“ პსჟ-ს 300 მლნ ევრო შესთავაზა მბაპეს საყიდლად. ფრანგის კონტრაქტშია 700 მილიონიანი შემოსავალი და 2024 წელს „რეალში“ წასვლა.
700 მილიონი მბაპესთვის: ნახეთ რამდენი გამოდის თვეში, კვირაში, დღეში, წუთში, წამში…
პარიზელები თანახმა არიან. მბაპე?
GIPHY App Key not set. Please check settings